საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 26 ივლისს განიხილა ადვოკატების მამუკა ნოზაძისა და ნუგზარ კანდელაკის საჩივრები ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებით #053/12 და#054/12 დისციპლინურ საქმეებზე ადვოკატ მამუკა ნოზაძეს სახდელის ფორმად განესაზღვრა გაფრთხილება, ხოლო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით#100/11 დისციპლინურ საქმეზე ადვოკატ ნუგზარ კანდელაკს სახდელის ფორმად განესაზღვრა საქმიანობის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე ითხოვდა დისციპლინური წარმოების შეწყვეტას. მისი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ეთიკის კომისიის 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებები #053/12 და #054/12 და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ეთიკის კომისიას. ადვოკატი ნუგზარ კანდელაკიც ითხოვდა დისციპლინური წარმოების შეწყვეტას. მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ეთიკის კომისიის 2013 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება.
დასაბუთებული გადაწყვეტილება ეთიკის კომისიას მოეწოდება სექტემბერში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებაადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები დისციპლინურ საქმეებზე#100/11, #053/12, #054/12 შეგიძლიათ იხილოთეთიკის კომისიის განყოფილებაში განხილვის კოლეგიის გადაწყვეტილებათა გრაფაში.
გთხოვთ, იხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა სარეზოლუციო ნაწილები.